იმისათვის, რომ გამოვთვალოთ საჭირო სამშენებლო მასალები, მათი რაოდენობა, ე.ი. შევადგინოთ საპროექტი-სმეტის დოკუმენტაცია, ხორციელდება გეოდეზიური კვლევა.
მისი ამოცანაა წარმოადგინოს მთელი შენობა, დაინახოს გადახრები, დეფორმაციები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ფასადის და კედლების ყველა მახასიათებელი, საინჟინრო კომუნიკაციები. ასევე იგი საჭიროა შენობის ზუსტი ზომების განსაზღვრისთვის.
ფასადის გეოდეზიას ასრულებენ ტაქსომეტრები. შემდეგ ყველა მონაცემი გადადის კომპიუტერში. ხდება ფასადის მოდელის შემუშავება, შემდეგ მასზე დაყრდნობით ხდება უკვე გათვლების გაკეთება. მოდელზე გათვალისწინებულია ყველა ფაქტობრივი ტექნოლოგიური ჭრილები, ე.ი. ფანჯრები, კარებები, დეკორის ელემენტები და კედლების სიმრუდე. არანაკლებმნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფანჯრების ჭრილები, მათი რაოდენობა და ფორმა, რამდენად არის გამოყოფილი შენობა სხვებისგან.
გეოდეზიური ფასადის გამოკვლევა სავალდებულო პროცედურაა ვენტილირებადი ან გამჭვირვალე ფასადის დამონტაჟებამდე. ის უზრუნველყოფს გეგმის ზუსტ ზომას, შენობის შიდა ზომების და მისი სიმაღლის კოორდინატების განსაზღვრას. იგი ხორციელდება ფასადის სწორი პროექტირებისთვის.
თვითონ კვლევა იყოფა შემდეგ ნაწილებად:
ამის შემდეგ იქმნება მოხსენება მომხმარებლისთვის. ფასადის ნახაზით, შენობის ფაქტიური მოცულობით. იქვე მიეთითება აუცილებელი სამუშაოების მთლიანი ოდენობა. ამ ყველაფერთან ერთად, თითოეული კლიენტის მიმართ გამოიყენება ინდივიდუალური მიდგომა.