შეუკვეთეთ ზარი

  • Please prove you are human by selecting the Tree.

ალუმინის ფანჯრები და კარებები

ალუმინის ფანჯრები და კარებები

დღეს ალუმინისგან დამზადებული კარ-ფანჯრების  კონსტრუქციები შეიძლება გაკეთდეს როგორც ცივი (შენობის შიგნით შემინვისთვის), ასევე და თბილი (გარე შემინვისთვის). ამ პირობების შესასრულებლად, არსებობს სპეციალური პროფილის სისტემები – ცივი და თბილი. თბილ და ცივ ალუმინის სისტემებს შორის მთავარი განსხვავებაა ეგრეთ წოდებული “თერმული ხიდის” არსებობა, რომელიც ცივი ხიდისგან დაცვას უზრუნველყოფს ალუმინის პროფილის გარე და შიდა კამერებს შორის თერმული უფსკრულის ხარჯზე, რაც წარმოადგენს გადაულახავ ბარიერს შენობაში სიცივის შეღწევისთვის. გარდა ამისა, თბილი პროფილები შექმნილია მრავალ კამერის პრინციპის შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს დამატებით დაცვას სიცივის შეღწევისაგან.

თანამედროვე ალუმინის ფანჯარა არის მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, რომელსაც დიდი უპირატესობა გააჩნია:

  • იატაკიდან ჭერამდე შემინვის შესაძლებლობა (პანორამული შემინვა),
  • ფანჯრის კონსტრუქციის თხელი, მაგრამ ამავე დროს არანაკლებ გამძლე პროფილის და დიდი ზომის მინაპაკეტის მქონე ფანჯრების გამო,
  • ალუმინის ფანჯრების პრაქტიკულად ნებისმიერ ფრად შეღებვის შესაძლებლობა, ხის სტრუქტურის დეკორაციის გამორიცხვის გარეშე,
  • სითბოს და ხმის იზოლაციის გაზრდილი მახასიათებლები

ალუმინის კარებებს ასევე ამონტაჟებენ შენობებში, სადაც გათვალისწინებულია მაქსიმალური გამტარუნარიანობა და <<ღია-დახურვის>> ციკლების მნიშვნელოვანი რაოდენობა. განსაკუთრებული გამძლეობის მახასიათებლების გამო, ისინი გაუძლებენ საჭირო დატვირთვას. ცხელი კლიმატის პირობებში, ალუმინის სისტემები ბევრად უფრო სტაბილურია, ვიდრე პლასტიკური. მაღალხარისხიანი ალუმინის კარი – ერთხელ სწორად დაყენებული – მოითხოვს ნაკლებად ხშირ რეგულირებას, ვიდრე პლასტიკური. მყარად უწევს წინააღმდეგობას  ყველაზე ექსტრემალური ქარის დატვირთვას.

ალუმინის კონსტრუქციები ძალიან საიმედო და გამძლეა. ფანჯრისა და კარის პროდუქტებისთვის შექმნილი პროფილის სერვისის ხანგრძლივობა საშუალოდ 50 წელია! დავალებიდან გამომდინარე, გამოიყენება სხვადასხვა პროფილის სისტემები, დაწყებული ეკონომ კლასიდან, პრემიუმ კლასამდე. ალუმინის ფანჯრების ფასი ოდნავ უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი მეტალო – პლასტმასის, მაგრამ ეს სავსებით მისაღებია, თუ თქვენ მზად ხართ მართლაც მაღალი ხარისხის პროდუქციის დამონტაჟებაზე.

  • Please prove you are human by selecting the House.
დიმიტრი ნევზაროვი
კლიენტებთან მუშაობის უფროსი მენეჯერი
employee